მერის განცხადებით, ოკუპირებული ენერგოდარი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა

ოკუპირებული ქალაქი ენერგოდარი ელექტროენერგიისა და წყლის დეფიციტის გამო ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. ამის შესახებ ქალაქის მერმა დიმიტრო ორლოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, მტრის მიერ განხორციელებულმა მუდმივმა დაბომბვამ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ელექტროქსელები განადგურდა.
„ქალაქი ელექტროენერგიისა და წყლის მომარაგების გარეშეა დარჩენილი. თითქმის ექვსი თვეა, რაც ქალაქის უმეტეს ნაწილში გაზი არ არის“, - განაცხადა მერმა.
როგორც ორლოვმა დასძინა, ენერგოდარს ჰქონდა ცენტრალიზებული გათბობის სისტემა, რომელიც გაზაფხულიდან არ მუშაობს.
შეგახსენებთ, ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი რუსეთის თავდასხმების სამიზნეს წარმოადგენს. მედიის თქმით, არსებობს შეშფოთება, რომ უკრაინის ნაწილები ზამთარში შესაძლოა გათბობის გარეშე დარჩეს.

























