სი ძინპინი "ჩინეთის კომუნისტური პარტიის" გენერალურ მდივნად მესამე ვადით დაინიშნა

სი ძინპინი "ჩინეთის კომუნისტური პარტიის" გენერალურ მდივნად მესამე ვადით დაინიშნა.
დასავლური მედია დღევანდელ დღეს ჩინეთისთვის განსაკუთრებულად და ისტორიულად მოიხსენიებს.
როგორც მედიასაშუალებები წერენ, სი ძინპინმა ახალი პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტი წარადგინა, რომელიც მისადმი ლოიალურად განწყობილი მაღალჩინოსნებითაა დაკომპლექტებული.
„გარდიანის“ ცნობით, აღნიშნულმა მისი ადგილი, როგორც ქვეყნის ყველაზე ძლიერი მმართველი მაო ძედუნის შემდეგ, განამტკიცა.
„ჩინეთი ვერ განვითარდება მსოფლიოს გარეშე და მსოფლიოს ასევე სჭირდება ჩინეთი. 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში რეფორმებისა და გახსნისკენ მიმართული დაუცხრომელი ძალისხმევის შემდეგ, ჩვენ შევქმენით ორი სასწაული - სწრაფი ეკონომიკური განვითარება და გრძელვადიანი სოციალური სტაბილურობა”, - განაცხადა სი ძინპინმა.
ცნობისთვის, "ჩინეთის კომუნისტური პარტიის" კონგრესი დასრულდა, რომელიც ერთი კვირა გაგრძელდა.

























