ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსებმა დღეს უკრაინას 36 რაკეტა ესროლეს, მათი უმეტესობა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს

22 ოქტომბრის დღის პირველ ნახევარში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 36 რაკეტა ესროლეს, მათი უმეტესობა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამში“ განაცხადა.
"აგრესორი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ტერორს. ღამით მტერმა დაიწყო მასიური შეტევა: 36 რაკეტა, რომელთა უმეტესობა ჩამოაგდეს. მადლობა საჰაერო თავდაცვის ყველა სამსახურს გაწეული მუშაობისთვის, ყველა ენერგეტიკოსს და სამსახურს, რომლებიც ახლა თავდასხმის ადგილებზე იმყოფებიან და მუშაობენ და ჩვენი ინფრასტრუქტურის აღდგენას ახორციელებენ. თქვენ ჩვენი გმირები ხართ", - წერს ზელენსკი.
შეგახსენებთ, დღეს დილით რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რამაც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სერიოზული დაზიანება გამოიწვია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 1.5 მილიონი აბონენტი ელექტროენეგიის გარეშეა დარჩენილი.

























