იაპონიის პრემიერი - რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი მტრული აქტი იქნება

იაპონიის პრემიერ-მინისტრის ფუმიო კიშიდას განცხადებით, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება "კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ მტრულ აქტად" განიხილება.
იაპონიის პრემიერი ვლადიმერ პუტინის მუქარას "ღრმად შემაშფოთებელ" ფაქტად აფასებს.
„რუსეთის ქმედება, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება, არის სერიოზული საფრთხე საერთაშორისო საზოგადოების მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის და აბსოლუტურად მიუღებელია”, - აღნიშნა კიშიდამ.
ცნობისთვის, ფუმიო კიშიდა მომავალი წლის მაისში ჰიროშიმაში, სადაც 1945 წლის აგვისტოში ატომური ბომბი ჩამოაგდეს, „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს უმასპინძლებს.

























