ოლექსი რეზნიკოვი - ვფიქრობ, რამდენიმე თვეში ჩვენ მნიშვნელოვნად გავაძლიერებთ საჰაერო დაცვას

ოლექსი რეზნიკოვი - ვფიქრობ, რამდენიმე თვეში ჩვენ მნიშვნელოვნად გავაძლიერებთ საჰაერო დაცვას

უკრაინის საჰაერო დაცვა საჰაერო სამიზნეების უკვე 60%-ს აგდებს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს თვეებში უკრაინა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საჰაერო დაცვას.

“მინდა ვთქვა, რომ დღეისთვის ჩვენი საჰაერო დაცვა საჰაერო სამიზნეების უკვე 60%-ს აგდებს. ეს ეხება ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტებს, ხოლო დრონების მხრივ - გაცილებით მაღალი მაჩვენებელია… წინ წავალთ, რათა პროცენტი გაიზარდოს. ვფიქრობ, რამდენიმე თვეში ჩვენ მნიშვნელოვნად გავაძლიერებთ ჩვენს საჰაერო დაცვას”, - აღნიშნა რეზნიკოვმა.