საფრანგეთი ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულებას ტოვებს

საფრანგეთი ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულებას ტოვებს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარასკევს განაცხადა.
ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულება ძალაში 1998 წელს შევიდა ენერგეტიკის სფეროში უცხოური ინვესტიციების დასაცავად. არასამთავრობო გარემოსდაცვითი ორგანიზაციები ევროკავშირს შეთანხმებიდან გასვლისკენ მოუწოდებდნენ, ვინაიდან, მათი აზრით, აღნიშნული შეთანხმება წიაღისეული საწვავის ინდუსტრიების მიერ გამოიყენება რათა კანონის ფარგლებში პრობლემები შეუქმნას გარემოსდაცვით ზომებს.
ცნობისთვის, იტალიამ უკვე დატოვა ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულება, ხოლო ესპანეთმა და ნიდერლანდებმა მსგავსი გეგმები დააანონსეს.
ევროკავშირის მწვანე შეთანხმების ფარგლებში, წევრი სახელმწიფოები წინა წელს შეთანხმდნენ, რომ ენერგეტიკული შეთანხმება უნდა გადაიხედოს, რათა არ მოხდეს წიაღისეული საწვავის ინფრასტრუქტურულ პროექტებში შემდგომი ინვესტიციების წახალისება, “თუ ისინი სრულიად არ შეესაბამება ამბიციურ, მკაფიოდ განსაზღვრულ გზას კლიმატის ნეიტრალიტეტისკენ”.
ცნობისთვის, მაკრონმა გასულ თვეში მოითხოვა განახლებადი ენერგიის განვითარების “მასიური დაჩქარება”, მათ შორის ქარის ელექტროსადგურებისა და მზის ენერგიის ჩათვლით, რათა ახალი გეგმის მეშვეობით საფრანგეთი დაუახლოვდეს საკუთარ მეზობლებს ენერგეტიკული პოლიტიკის მხრივ.

























