ბათუმში, ირანის საკონსულოსთან, უკრაინიდან დევნილმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

ბათუმში, ირანის საკონსულოსთან, უკრაინიდან დევნილმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

ბათუმში, ირანის საკონსულოსთან, უკრაინიდან დევნილმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, ირანის მიერ რუსეთისთვის დრონების მიყიდვის წინააღმდეგი არიან. მათი თქმით, ტერორისტულ სახელმწიფოს, რომელიც უკრაინელ უდანაშაულო ხალხს კლავს არცერთი ქვეყანა არ უნდა დაეხმაროს.

აქციის მონაწილეების თქმით, ირანის მიერ მიწოდებული დრონებით დაიღუპნენ ბავშვები და განადგურდა ინფრასტრუქტურა.

“ირანის სამხედრო დახმარება რუსეთის მიმართ ხელს უწყობს უდანაშაულო ადამიანების კვლას. ხელს უწყობს რუსეთს, რომ უკრაინაში ომი გაახანგრძლივოს. ტერორისტულ სახელმწიფოს არავინ არ უნდა ეხმარებოდეს. ირანი ტერორიზმის სპონსორია”, - განაცხადეს შეკრებილებმა.

ბათუმში უკრაინის მოქალაქეებმა ირანის საკონსულოსთან უკრაინის ჰიმნი შეასრულეს და პროტესტის ნიშნად საკონსულოს შენობას ქაღალდის თვითმფრინავები ესროლეს.