ომის შემსწავლელი ინსტიტუტი - ბელარუსის ტერიტორიიდან ჩრდილოეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის რისკი დაბალია

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი - ბელარუსის ტერიტორიიდან ჩრდილოეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის რისკი დაბალია

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანგარიშის მიხედვით, ბელარუსის ტერიტორიიდან ჩრდილოეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის რისკი დაბალია.

ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბელარუსიდან თავდასხმის სცენარი უახლოეს თვეებში ნაკლებად სავარაუდოა, რადგან რუსეთის არმიას არ აქვს იმის შესაძლებლობა უკრაინის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ახალი შეტევა წამოიწყოს.

ISW-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინისა და ბელარუსის საზღვრის მიმდებარე ტერიტორია და უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილი ჭაობებით არის დაფარული, რაც რუსების თავდასხმის რისკებს კიდევ უფრო ამცირებს.