ვოლოდიმირ ზელენსკი - საკუთარ თავს მკვლელობებისადმი მიჩვევის უფლებას არ ვაძლევ

ვოლოდიმირ ზელენსკი - საკუთარ თავს მკვლელობებისადმი მიჩვევის უფლებას არ ვაძლევ

საკუთარ თავს მკვლელობებისადმი მიჩვევის უფლებას არ ვაძლევ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადურ ტელეახრთან CTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„საკუთარ თავს საშუალებას არ ვაძლევ ამას მივეჩვიო, ვინაიდან შესაძლებელია ემოციურად მიეჩვიო ომს, მსხვერპლის რაოდენობას: მკვლელობა და მკვლელობა - ეს ხომ ომის შედეგია ბოლოს და ბოლოს. თუმცა მე ზუსტად იმით ვცხოვრობ, რომ მზად არ ვარ ტანჯვებსა და ომს მივეჩვიო, მზად არ ვარ მივეჩვიო, რომ მკვლელობების გამო არ მტკივა”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მისი პოზიციის მოუხედავად იგი ჩვეულებრივ ადამიანად დარჩენას ცდილობს.

“ქუჩაში გავდივარ, ხალხს ვესაუბრები, მანქანით დავდივარ, სადაც ეს შესაძლებელია. სამწუხაროდ, უსაფრთხოების გამო ეს ყველაფერი შეზღუდულ ფორმატშია, მაგრამ რეალობას არ უნდა მოწყდე”, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ასევე განაცხადა, რომ არ უყვარს ინფორმაციის მესამე, მეოთხე, მეხუთე წყაროებიდან, “ვიღაც ხალხისგან” გაგება.

“ინფორმაციას თავად ვიღებ, სოციალურ ქსელებში ვარ ხოლმე. იმის გარდა, რომ ეს ინფორმაციის მიღების საშუალებას მაძლევს, ღამე სამუშაოს მერე მეც მინდა ხოლმე დასვენება. ბოლოს და ბოლოს მაინტერესებს მსოფლიოში რა ხდება. მინდა ცოცხალ ადამიანად ვრჩებოდე და ცოცხლად არა მხოლოდ ფიზიკურად, ვინაიდან რუსეთის პრეზიდენტი ფიზიკურად ცოცხალია, მაგრამ დანარჩენ ყველაფერთან გარკვეული კითხვები არსებობს”, - თქვა ზელენსკიმ.