ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ელის, რომ წლის ბოლომდე შემუშავდება რუსეთის აქტივების ხარჯზე უკრაინის კომპენსაციის მექანიზმი

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ელის, რომ წლის ბოლომდე შემუშავდება რუსეთის აქტივების ხარჯზე უკრაინის კომპენსაციის მექანიზმი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ელის, რომ წლის ბოლომდე შემუშავდება რუსეთის აქტივების ხარჯზე უკრაინის კომპენსაციის მექანიზმი. ამის შესახებ მან შვეიცარიის პრეზიდენტ იგნაციო კასისთან კიევში გამართულ ერთობლი პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

„საერთაშორისო მექანიზმის დანერგვის საკითხი, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, რომ მხარდაჭერილი იყოს გაეროში კომპენსაციის საერთაშორისო მექანიზმის დანერგვის შესახებ რეზოლუცია, მაგრამ ბევრი ქვეყანა უკვე მზადაა ეს გააკეთოს. ვფიქრობ, წლის ბოლომდე რეალური გადაწყვეტილებები გვექნება, დავინახავთ რეალურ მექანიზმს”, - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა დააკონკრეტა, რომ მას შემდეგ, რაც შესაბამისი რეზოლუცია მხარდაჭერილი იქნება გაეროში, შემუშავდება რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივებიდან უკრაინისთვის ფულის კომპენსაციის მექანიზმი. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ბევრმა ქვეყანამ უკვე გაყინა რუსეთის ფედერაციის აქტივები, ისევე როგორც ანგარიშები და უძრავი ქონება.