ევროკავშირმა ირანს, რუსეთისთვის „კამიკაძე-დრონების” მიწოდების გამო, სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა ირანს, რუსეთისთვის „კამიკაძე-დრონების” მიწოდების გამო, სანქციები დაუწესა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სანქციები ძალაში დღეს შევა.

ევროკავშირის ქვეყნები სამი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის აქტივებს დააყადაღებენ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დრონების მიწოდებაზე.