შვეიცარიის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა

შვეიცარიის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი, იგნაციო კასისი უკრაინაში ჩავიდა. პრეზიდენტი „ტვიტერში“ წერს, რომ უკრაინაში ვიზიტის მიზანი ქვეყანაში არსებული სიტუაციის ადგილზე გაცნობაა.

„კვლავ უკრაინაში ვარ - ბოლო ვიზიტიდან ერთი წლის შემდეგ. ჩემი მიზანია ომთან, ჰუმანიტარულ ვითარებასთან და ქვეყნის აღდგენისთვის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის გაცნობა“, - წერს კასისი.

შეგახსენებთ, შვეიცარიამ, უკრაინის ტერიტორიის ნაწილის უკანონო ანექსიის მცდელობასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის 30-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.