უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ედიშერ კვარაცხელიას დღეს დაკრძალავენ

წალენჯიხაში, უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, ედიშერ კვარაცხელიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მას საგვარეულო სასაფლაოზე, სამხედრო პატივით, დღეს დაკრძალავენ.
44 წლის მებრძოლი ხერსონის ოლქში აფეთქებას 10 ოქტომბერს ემსხვერპლა.
კვარაცხელია სამშობლოში 15 ოქტომბერს ჩამოასვენეს.
























