გაეროს უშიშროების საბჭო უკრაინის საკითხზე სხდომას გამართავს

გაეროს უშიშროების საბჭო უკრაინის საკითხზე სხდომას გამართავს

გაეროს უშიშროების საბჭო პარასკევს, 21 ოქტომბერს, ღია სხდომაზე რუსეთის მიერ უკრაინაში ირანული დრონების გამოყენების საკითხს განიხილავს.

ინფორმაციას ამის შესახებ გაეროში უკრაინის წარმომადგენელი სერგი კისლიცა Twitter-ის პირად გვერდზე ავრცელებს.

მისი თქმით, დღეს ეს საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე განიხილება.

“დღეს ირანული დრონების საკითხი, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოიყენება, გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე იქნება წამოწეული; პარასკევს ეს იქნება სპეციალური ღია სხდომის ნაწილი, რომელიც უშიშროების საბჭოს წევრების მოთხოვნით უკრაინასთან კონსულტაციების შემდეგ შედგება”, - წერს კისლიცა.