თბილისში EcoFlow DELTA 2-ის წარდგენა და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების ფესტივალი გაიმართა

თბილისში, „ორბელიანის ბაზრის“ მიმდებარედ სასტუმრო Bazzar-ში EcoFlow-ს ახალი თაობის განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების პრეზენტაცია და ფესტივალი გაიმართა.
ახალი მოდელი DELTA 2 მომხმარებელს პორტატული ელექტროსადგურების სრულიად ახალ შესაძლებლობებსა და სტანდარტებს სთავაზობს.
ღონისძიებაზე მისული სტუმრებისთვის გაიმართა სპეციალური პრეზენტაცია განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიისა და EcoFlow-ს პროდუქტების, მათი შესაძლებლობების შესახებ. პრეზენტაციის შემდეგ კი ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეეძლო თავად გამოეცადა, როგორ მუშაობს ესა თუ ის პორტატული ელექტროსადგური და კონკრეტული მოდელების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღო. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გათამაშებაც, რომლის გამარჯვებულებმაც არაერთი საინტერესო საჩუქარი, მათ შორის, პორტატული ელექტროსადგურები და დრონები მიიღეს.
რაც შეეხება ახალ მოდელს DELTA 2–ს, იგი წინა მოდელთან შედარებით 7-ჯერ უფრო სწრაფად ტენის მოწყობილობებს და თავადაც ძალიან სწრაფად იტენება. სხვა მოდელებისგან განსხვავებით, 0%-დან 80%-მდე იტენება მხოლოდ 50 წუთში, 100%-მდე კი 80 წუთში. ყველაზე მძლავრი ელექტროსადგური LiFePO4 (LFP) ელემენტით მუშაობს, რომლის მოცულობა ჩამოდის 80%-მდე 3 000 დატენის შემდეგ, ხოლო 50%-მდე - 6000 დატენის შემდეგ. DELTA 2-ს შეუძლია ერთდროულად 15-მდე მოწყობილობა დატენოს. ის უზრუნველყოფილია Wi-Fi და Bluetooth კავშირით.
საქართველოში Ecoflow-ს ექსკლუზიური წარმომადგენელი არის კომპანია „კოპტერ ტექი“.
(R)

























