ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის მიმდებარე რვა რეგიონში გადაადგილების შეზღუდვა დაწესდება

რუსეთის უშიშროების საბჭოსადმი მიმართვისას, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა განკარგულება, რომელიც, მისი თქმით, უკრაინის მიმდებარე რვა რეგიონში გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს.
ზომები ეხება კრასნოდარის, ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, კურსკის და როსტოვის სამხრეთ რეგიონებს, ასევე, ანექსირებული ყირიმისა და სევასტოპოლის ტერიტორიებს.
ამასთან, ვლადიმერ პუტინმა ახალი საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ განაცხადა, რომელიც პრემიერ - მინისტრის, მიხაილ მიშუსტინის დაქვემდებარებაში იქნება. მიზანი სხვადასხვა სამთავრობო უწყებებს შორის უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით ურთიერთქმედების გაზრდა იქნება.

























