ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ძველ ქალაქებში ტურიზმის მდგრადი განვითარების ფორუმს დაესწრო

ქალაქ ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ძველ ქალაქებში ტურიზმის მდგრადი განვითარების ფორუმს დაესწრო, რომელიც ანტალიაში მურატფაშას მუნიციპალიტეტში ჩატარდა.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ფორუმზე 27 ქვეყნის 52 უძველესი ქალაქის დელეგატი იყო მიწვეული. ფორუმის მიზანი იყო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს ერთმანეთისთვის გაეცნო ქალაქების ტურისტული პოტენციალი, კულტურა, ისტორია და მემკვიდრეობა.
,,ვიზიტმა მომცა შესაძლებლობა, ფართო აუდიტორიის წინაშე წარმედგინა ჩვენი ქალაქი, თავისი ისტორიით და სამომავლო გეგმებით, რაც ახალ შესაძლებლობებს იძლევა ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის ამაღლების კუთხით” , - განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.
მათივე ცნობით, მურატფაშას მუნიციპალიტეტმა ძველი ქალაქების საერთაშორისო ფესტივალს წელს მე-7 უმასპინძლა.
























