ზაპოროჟიეში რუსეთის მიერ დანიშნული ოფიციალური პირის განცხადებით, უკრაინის მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელქტროსადგურის დაბრუნების მცდელობა მოიგერიეს

ზაპოროჟიეში რუსეთის მიერ დანიშნული ოფიციალური პირის, ვლადიმერ როგოვის განცხადებით, უკრაინის მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელქტროსადგურის დაბრუნების მცდელობა მოიგერიეს.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია“-ს ცნობით, ელექტროსადგურის მახლობლად "რამდენიმესაათიანი ბრძოლა" გაიმართა.
ცნობისთვის, რუსულმა ძალებმა ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური უკაინაში შეჭრიდან მალევე დაიკავეს. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური იმ რეგიონში მდებარეობს, რომლის ანექსიაც რუსეთმა მოახდინა.

























