გუბერნატორის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა ღამით მიკოლაივში 13 „კამიკაძე-დრონი“ ჩამოაგდეს

მიკოლაივის რეგიონის გუბერნატორის ვიტალი კიმის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა ღამით მიკოლაივში 13 „კამიკაძე-დრონი“ ჩამოაგდეს. ამის შესახებ მან „ტელეგრამზე“ განაცხადა.
როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, მტერმა თავდასხმა Shahed 136-ის „კამიკაძე-დრონებით“ ორჯერ განახორციელა. მათგან 13 რეგიონის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.
უკრაინული მედიის ცნობით, 11 დრონი სამხრეთის საჰაერო სარდლობის საზენიტო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს და ხოლო კიდევ ორი უკრაინის ეროვნული გვარდიისა და უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სამხედროებმა.

























