ალექსეი არესტოვიჩი - ირანული დრონების თავდასხმის პრობლემა ორ კვირაში მოგვარდება

ალექსეი არესტოვიჩი - ირანული დრონების თავდასხმის პრობლემა ორ კვირაში მოგვარდება

ირანული „მოპედის“ დრონების მასიური თავდასხმის პრობლემა ორ კვირაში მოგვარდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისმრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

„უკრაინა მალე მიიღებს რამდენიმე ასეულ დრონების საწინააღმდეგო სადგურს, მანამდე კი ჩვენ მათ ჩვეულებრივი საშუალებებით ჩამოვაგდებთ “, - განაცხადა არესტოვიჩმა.

შეგახსენებთ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გუშინ განაცხადა, რომ ალიანსი უკრაინას უახლოეს დღეებში დრონების საწინააღმდეგო სისტემებს გადასცემს.