ელგუჯა ბაგრატიონი - მალხაზ თავდგირიძის განცხადება არ მომისმენია, შანტაჟის ფაქტი არ ყოფილა

ელგუჯა ბაგრატიონი - მალხაზ თავდგირიძის განცხადება არ მომისმენია, შანტაჟის ფაქტი არ ყოფილა

ბათუმში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობაში, სადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ელგუჯა ბაგრატიონი და მამუკა ჯევაიში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ, რამდენიმე წუთის წინ დატოვეს.

როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, საგამოძიებო სამსახურმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ტელეფონები ამოიღო.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრის მალხაზ თავდგირიძის ბრალდებას შანტაჟთან დაკავშირებით, ელგუჯა ბაგრატიონი კატეგორიულად უარყოფს და აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

“ჩვენი ტელეფონების ამოღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რის საფუძველზე მიიღეს, არ ვიცი. თავად მალხაზ თავდგირიძის განცხადება არ მომისმენია, შანტაჟის ფაქტი არ ყოფილა, არანაირ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. არც ის ვიცი, რა მიმოწერებზე საუბრობს”, - აღნიშნა მან.

ხელვაჩაურის საკრებულოში ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მალხაზ თავდგირიძემ, პარტია და ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მის მიმართ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის ლიდერების მხრიდან შანტაჟი ხორციელდება.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის მალხაზ თავდგირიძის განცხადების საფუძველზე სამსახურებრივი მდგომარეობით, მისი პირადი მიმოწერის უკანონოდ მოპოვების, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.