უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთით 20-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი, საბრძოლო მასალის საცავები და საზენიტო-სარაკეტო სისტემა გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთით 20-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი, საბრძოლო მასალის საცავები და საზენიტო-სარაკეტო სისტემა გაანადგურეს

უკრაინის სამხრეთით შეიარაღებულმა ძალებმა 22 რუსი ოკუპანტი და მტრის ტექნიკა გაანადგურეს, - ამის შესახებ „სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობის სპიკერმა ვლადისლავ ნაზაროვმა „ფეისბუქში“ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, რუსული ძალების სარაკეტო იერიშს უკრაინულმა ავიაციამ მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობისა და იარაღის კონცენტრაციის ადგილებზე, ასევე მის საჰაერო თავდაცვის პოზიციებზე 11 ავია დარტყმით უპასუხა.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა 250-ზე მეტი საცეცხლე ამოცანა შეასრულეს.

„დადასტურებულია 22 რაშისტის, 4 ტანკის, 2 ნაღმმტყორცნის, თვითმავალი ჰაუბიცების, „აკაციის“, Тор-М2 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემისა და 3 ერთეული ჯავშანტექნიკის განადგურება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, უკრაინელმა სამხედროებმა ბერისლავის რაიონში საბრძოლო მასალის 2 საცავი გაანადგურეს.