ბავშვის მდგომარეობა, რომელიც ხელვაჩაურში ძაღლმა დაკბინა, სტაბილურია

ბავშვის მდგომარეობა, რომელიც ხელვაჩაურში ძაღლმა დაკბინა, სტაბილურია

ხელვაჩაურში, ძაღლმა ხუთი წლის ბავშვი დაკბინა. როგორც “ინტერპრესნიუსს” სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში

განუცხადეს, დაშავებული ბავშვი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

შემთხვევა, ხელვაჩაურში სასამართლოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ბავშვის დედის, თამუნა სურმანიძის თქმით, ბავშვს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. მას დაზიანება სახის არეში აქვს მიღებული.

“ბავშვი სტაბილურად იმყოფება. სახისა და კისრის არეში აქვს დაზიანებები მიღებული. ოპერაცია ჩაუტარდა. ძაღლი მეზობლის არის, ეზოში ბავშვებთან ერთად თამაშობდა და მაშინ დაკბინა. ძაღლი დაბმული იყო, არ ვიცი, რა მოხდა”, - განაცხადა ბავშვის დედამ თამუნა სურმანიძემ.