ვოლოდიმირ ზელენსკი - ახლანდელი მტერი ბოროტებაში ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყველა წინა მტერს აერთიანებს, ის ვერაგულად მოქმედებს - ტერორი უნდა დამარცხდეს, უკრაინა გაიმარჯვებს

ვოლოდიმირ ზელენსკი - ახლანდელი მტერი ბოროტებაში ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყველა წინა მტერს აერთიანებს, ის ვერაგულად მოქმედებს - ტერორი უნდა დამარცხდეს, უკრაინა გაიმარჯვებს

როგორც ჩანს, ახლანდელი მტერი თავის ბოროტებაში ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყველა წინა მტერს აერთიანებს.ის ვერაგულად მოქმედებს - კლავს მშვიდობიანი მოსახლეობას, იერიში მიაქვს სახლებზე, ინფრასტრუქტურაზე , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე განაცხადა.

უკრაინის პირველი პირის თქმით, დღეს კიევში საცხოვრებელ კორპუსზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად უკვე ოთხი ადამიანი დაიღუპა.

ზელენსკის განცხადებითვე, მათ შორის არის ახალგაზრდა ოჯახი, რომელიც შვილს ელოდებოდა.

„სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ტერორი უნდა დამარცხდეს და წააგებს. უკრაინა გაიმარჯვებს. ჩვენ ყველა რუს ტერორისტს მართლმსაჯულების წინაშე წარვადგენთ - მეთაურებიდან დაწყებული რიგითი ჯარისკაცებით დამთავრებული, რომლებიც კრიმინალურ ბრძანებებს ასრულებდნენ”, - აღნიშნა ზელენსკიმ.