კიევში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულებს შორის ორსულია

კიევში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულებს შორის ორსულია

კიევში დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ჩამოშლილი კორპუსის ნანგრევებიდან 6 თვის ორსულის და მისი მეუღლის ცხედრები ამოიყვანეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ცენტრში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს სამი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი ამოიყვანეს, მათ შორის - ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომელიც შვილს ელოდა. ქალი 6 თვის ორსული იყო“, - განაცხადა კლიჩკომ.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა კიევზე დრონებით იერიში დღეს დილით მიიტანეს. დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, თავდასხმა 28 დრონით განხორციელდა, რასაც 5 აფეთქება მოჰყვა.