კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ180-კმ184 (კალა-უშგული) მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის ავტოტრანსპორტის გადაადგილების ორმხრივად აღდგენის მიზნით, გაწმენდითი სამუშაოების წარმოება გრძელდება.

შეგახსენებთ, აღნიშნულ მონაკვეთზე გაძლიერებული ქვისცვენის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.