რუსებმა სუმის ოლქს სარაკეტო დარტყმა მიაყენეს

რუსებმა სუმის ოლქს სარაკეტო დარტყმა მიაყენეს

რუსულმა ძალებმა დღეს დილით სუმის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, დიმიტრი ჟივიცკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა ინფრასტრუქტურულ ობიექტებს დაარტყეს. ცნობილია, რომ თავდასხმის შედეგად ადამიანები დაშავდნენ.

"რომენსკის რაიონი. სარაკეტო თავდასხმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. არიან დაშავებულები. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი", - წერს ჟივიცკი „ტელეგრამზე“.