გუბერნატორის ინფორმაციით, რუსები ზაპოროჟიეს ბომბავენ

გუბერნატორის ინფორმაციით, რუსები ზაპოროჟიეს ბომბავენ

ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე სტარუხის ინფორმაციით, რუსული ძალები ქალაქ ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმას ახორციელებენ.

„ყურადღება! მტრის სარაკეტო თავდასხმა საოლქო ცენტრზე“, - წერს სტარუხი და ზაპოროჟიეს მცხოვრებლებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ამასთან, ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანი, ანატოლი კურტევის ინფორმაციით, რუსებმა ქალაქს „კამიკაძე“ დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც ინფრასტრუქტურა დაზიანდა.