წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ყველა სამხედრო ტყვესთან ხელმიუწვდომლობის გამო უკრაინის იმედგაცრუებას იზიარებს

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ყველა სამხედრო ტყვესთან ხელმიუწვდომლობის გამო უკრაინის იმედგაცრუებას იზიარებს

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ყველა სამხედრო ტყვესთან ხელმიუწვდომლობის გამო უკრაინის “იმედგაცრუებას იზიარებს”. განცხადებას ორგანიზაციის პრესსამსახური ავრცელებს უკრაინის ოფიციალური პირების გუშინდელი მოთხოვნის საპასუხოდ.

„ვიზიარებთ იმედგაცრუებას ომის ყველა ტყვესთან ხელმიუწვდომლობის გამო, რომლებიც დაკავებულნი არიან რუსეთსა და უკრაინას შორის საერთაშორისო კონფლიქტის ფარგლებში. თებერვლიდან იმაზე ვმუშაობთ, რომ წვდომა მივიღოთ სამხედრო ტყვეების პატიმრობისა და მოპყრობის პირობების შესამოწმებლად. ასობით ომის ტყვეს მონახულება შევძელით, მაგრამ კიდევ ათასობით არიან, ვისი მონახულებაც ვერ შევძელით”, - წერია განცხადებაში.

ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ “მზად არის ახლა და ადრეც მზად იყო” მოენახულებინა კოლონია ელენოვკაში და ნებისმიერი სხვა ადგილი, სადაც ომის ტყვეები იმყოფებიან, თუმცა, ხელისუფლების დონეზე წვდომის მოპოვების გარდა ეს საჭიროებს პრაქტიკულ შეთანხმებებს, რომლებიც ადგილზე უნდა იყოს რეალიზებული.

“ჩვენ არ შეგვიძლია ძალით მოვიპოვოთ წვდომა, სადაც არ გვიშვებენ”, - წერს “წითელი ჯვარი”.