ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, აშშ და გერმანია უკრაინას საზენიტო სისტემებს ოქტომბერში მიაწვდიან

ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, აშშ და გერმანია უკრაინას საზენიტო სისტემებს ოქტომბერში მიაწვდიან

შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვისთვის გადაცემული NASAMS-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები ქვეყანას მიმდინარე თვეში მიეწოდება, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.

„არსებობს აშშ-ის გადაწყვეტილება, მოგვაწოდონ ძალიან ცნობილი NASAMS-ის სისტემა: პირველი რამდენიმე პარტია. ჩვენი სპეციალისტები უკვე გადიან წვრთნებს. მათ ამ თვეში გადმოგვცემენ“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, გერმანული IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინაში ასევე ოქტომბერში ჩავა.