საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის დამფუძნებელი არჩილ მორჩილაძე - არასაბანკო სადაზღვევო კომპანიები ჯამურად 2 მლნ ზარალზე გავიდნენ - ეს საგანგაშო სტატისტიკაა და ზედამხედველმა ამას მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის დამფუძნებელი არჩილ მორჩილაძე - არასაბანკო სადაზღვევო კომპანიები ჯამურად 2 მლნ ზარალზე გავიდნენ - ეს საგანგაშო სტატისტიკაა და ზედამხედველმა ამას მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს

2021 წლის 1-ელი აპრილიდან ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის ახალი რედაქცია ამოქმედდა. ახალი მოთხოვნებით საფინანსო პროდუქტთან დაკავშირებული დაზღვევის მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებლებს მინიმუმ სამი სადაზღვევო კომპანიის სადაზღვევო პროდუქტის ალტერნატივა უნდა ჰქონოდათ.

- ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში კი აღნიშნულია, რომ „დაზღვევის პორტფელის რამდენიმე სადაზღვევო კომპანიაზე გადანაწილების დინამიკა არასახარბიელოა. შესაბამისად, დაზღვევის პროდუქტებთან მიმართებით, შეიმჩნევა, გაყიდვების სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით, ფინანსური ორგანიზაციების მიერ ზემოხსენებული მოთხოვნების დაცვისგან თავის არიდების ნიშნები“.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის დამფუძნებელი, არჩილ მორჩილაძე ინტერვიუში საუბრობს. მისი თქმით, მისასალმებელია ეროვნული ბანკის ანგარიში, სადაც პირდაპირ წერია, რომ ბანკების მიერ სადაზღვევო კომპანიების ფლობა სერიოზულ რისკებს შეიცავს

ეროვნული ბანკის 2021 წლის ფინანსურ ანგარიშში წერია, რომ ფინანსური ორგანიზაციების მიერ სადაზღვევო ბაზარზე კონკურენციის შესაძლო შეზღუდვა კვლავ გამოწვევად რჩება. რას გვეტყვით ამ საკითხზე?

- ჯერ კიდევ 2019 წელს თორმეტმა სადაზღვევო კომპანიამ ბანკებისთვის სადაზღვევო სფეროში აქტივების ფლობის შეზღუდვა მოვითხოვეთ, თუმცა დღემდე რეალურად არაფერი შეცვლილა. თქვენს მიერ აღნიშნული რეგულაცია, საფინანსო პროდუქტთან დაკავშირებული დაზღვევის მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებლებისთვის მინიმუმ სამი სადაზღვევო კომპანიის სადაზღვევო პროდუქტის ალტერნატივის შეთავაზების შესახებ თავიდანვე უპერსპექტივო ინიციატივა იყო და ის შედეგი, რაც დადგა, მოსალოდნელი იყო. თუმცა მაინც მისასალმებელია ეროვნული ბანკის მიერ ამ საკითხის აღნიშვნა. აქვე დავეყრდნობი მათივე ანალიზს და გავიმეორებ, რომ აღნიშნულირისკისპრევენციისმიზნით, შესაძლებელიაგანხილულიქნასფინანსურიორგანიზაციებისთვისსადაზღვევოკომპანიებისფლობისადამათშორისსტრუქტურულიკავშირის, ასევე, ფინანსურიორგანიზაციებისადმინისტრატორთაანაზღაურებისსქემაშიდაზღვევიდანშემოსავლებისმიღებისშესაძლებლობისშეზღუდვა.

იმისთვის, რომ ეს მოხდეს, აუცილებელია საფინანსო და სადაზღვევო სექტორის მარეგულირებლების ჩართულობით ნაბიჯების გადადგმა, რასაც ჩვენ ველოდებით. თუ ეს საკითხი სასწრაფოდ არ გადაიჭრა, ჩვენ ქვეყანაში დაზღვევის განვითარებას პერსპექტივა არ აქვს.

- რატომ არის ეს პრობლემა ასე აქტუალური სადაზღვევო ინდუსტრიისთვის?

- პირველ რიგში, ეს არ არის სასარგებლო მომხმარებლისთვის, მომხმარებელი „ბანკში“ ისე ყიდულობს დაზღვევას, საერთოდ ვერ ახერხებს პირობების გაცნობას. ე.წ. საინფორმაციო ფურცლის გაცნობა ფორმალობად გადაიქცა. ზარალის დადგომის დროს კი მომხმარებელი ბევრ მისთვის უცნობ გარემოებას შეიძლება შეხვდეს არანაზღაურებად გამონაკლისების კუთხით და შესაძლოა ზარალი, ხელშეკრულების პირობების შესაბამისადაც, არ აუნაზღაურდეს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ამ გამონაკლისი პირობების გაცნობა თავიდანვე, თანაც დაწვრილებით უნდა მოხდეს. ასეთი შემთხვევები ბუნებრივია, იწვევს იმედგაცრუებას დაზღვევის მიმართ, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის სადაზღვევო კულტურის განვითარების საქმეში.

ის, რომ სადაზღვევო ინდუსტრიისთვის ეს სერიოზული პრობლემაა, ამაზე დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშებიც მეტყველებს. შეგიძლიათ გადახედოთ და აშკარად დაინახავთ, რომ სადაზღვევო სექტორის მოგება მხოლოდ საბანკო კომპანიებზე მოდის, ხოლო არასაბანკო კომპანიების უმეტესობა, მიუხედავად რამდენიმე გამონაკლისისა და ამ გამონაკლისში ჩვენი კომპანიაც შედის, მუდმივად ზარალზე არიან და თუ კომპანიას არ აქვს იმის სახსრები, რომ ახალი და მიმზიდველი პროდუქტი შესთავაზოს მომხმარებელს, ბუნებრივია, ეს სფეროც ვერ განვითარდება.

- ანუ თქვენი კომპანიაც და სხვა კომპანიებიც მუდმივად ზარალზე არიან?

- ეს არ ეხება უკლებლივ ყველას და არც ჩვენ კომპანიას. დაინტერესებულ პირებს ეს შეუძლიათ თავად ნახონ ამ ვებგვერდზე: https://www.insurance.gov.ge/ka/Statistics/Index/2

ჩვენ 2017 წლიდან არცერთი წელი ზარალით არ დაგვისრულებია და ეს ძალიან დიდ ძალისხმევას საჭიროებს. შეგიძლიათ გადახედოთ ზედამხედველის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს და ნახავთ, ვის რა შედეგები აქვს. ციფრები შთამბეჭდავია და მხოლოდ 2021 წელს, სადაზღვევო კომპანიების ჯამური წმინდა მოგება 40 მლნ ლარს შეადგენდა, ცალკე ბანკთან აფილირებული სადაზღვევოების კი 42 მლნ ლარს ანუ სხვა სადაზღვევო კომპანიები ჯამურად 2 მლნ ზარალზე გავიდნენ. ეს საგანგაშო სტატისტიკაა და ზედამხედველმა ამას მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საბანკო სესხთან დაკავშირებული სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტის წილის 95% -ს საბანკო კომპანიები ფლობენ და მიუხედავად იმისა, რომ კანონი ბანკებს ავალდებულებთ მინიმუმ სამი კომპანია შესთავაზონ მომხმარებელს, ამ რეგულაციის შემოღების შემდეგაც, მდგომარეობა ოდნავაც არ შეცვლილა და 2022 წლის ექვს თვეში სიცოცხლის დაზღვევის ნაწილში კიდევ უფრო შემცირდა არასაბანკო სადაზღვევო კომპანიების წილი. თან აღსანიშნავია, რომ ეს პროდუქტი ყველაზე უფრო მიმზიდველია მოგების კუთხით და ზარალიანობა 30-45% ის ფარგლებშია, როდესაც ავტომობილების დაზღვევის ზარალიანობა 70% ის ფარგლებშია.

- რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას?

- ყველაზე მნიშვნელოვანი სავალდებულო დაზღვევის კომპონენტების დანერგვაა. პირველ რიგში ჯანმრთელობისა და ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა უნდა იყოს სავალდებულო. ავტომფლობელთა სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევა ერთ-ერთი ევროდირექტივაა და ქვეყანამ ეს უნდა შეასრულოს,მაგრამ სანამ ეს კანონი შემოვა, თუ დამოუკიდებელ სადაზღვევო კომპანიებს არ მიეცათ კონკურენტულ გარემოში ოპერირების საშუალება, ჩვენი მოსახლეობა ისევ აღმოჩნდება რამდენიმე ძირითადი ბანკის დაზღვევის ან მასთან აფილირებული სადაზღვევო კომპანიის მძევალი. (ვგულისხმობ, როგორც ფასის სიდიდეს, ასევე სერვისის ხარისხს).

აუცილებელია ქვეყნის განვითარების იმ ფორმით დაგეგმვა, რაც ქვეყანაში დოვლათის განაწილების კუთხით მდგომარეობას გააუმჯობესებს. დღეს სადაზღვევო სექტორისთვის უმთავრესია კონკურენტული გარემოს შექმნა, რათა ბანკებთან აფილირებულ თუ არააფილირებულ ყველა კომპანიას მიეცეს თანაბარ პირობებში ოპერირების საშუალება. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ჩვენ არ ვითხოვთ რაიმე პრეფერენციას. სახელმწიფომ რაც შეიძლება მალე უნდა შეცვალოს კანონმდებლობა და რაც მთავარია, შემდეგ ეფექტიანად აღასრულოს ის.

თეონა ციხიშვილი

„ინტერპრესნიუსი“