რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი „კამიკაძე“ დრონებითა და „გრადებით“ დაბომბეს

რუსი სამხედროები დნეპროპეტროვსკის ოლქს მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა იარაღით ესხმოდნენ თავს, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო „ტელეგრამზე“ წერს.
„ჩვენმა დამცველებმა „აღმოსავლეთის“ საჰაერო სარდლობიდან შუაღამის შემდეგ დნიპროსა და ნიკოპოლის ტერიტორიებზე ოთხი „კამიკაძე“ დრონი გაანადგურეს“, - წერს რეზნიჩენკო.
მისივე ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ სინელნიკოვოს რაიონის დაბომბვის შედეგად 51 წლის მამაკაცი დაშავდა. დაზიანდა სამრეწველო საწარმო და საცხოვრებელი სახლები.
ამასთან, რუსებმა ნიკოპოლის რაიონი „გრადებით“, მძიმე არტილერიითა და დრონებით დაბომბეს. არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

























