ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ათასობით მობილიზებულს ფრონტზე აგზავნის და „საზარბაზნე ხორცად“ იყენებს

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ათასობით მობილიზებულს ფრონტზე აგზავნის და „საზარბაზნე ხორცად“ იყენებს

რუსეთი ათასობით მობილიზებულს ფრონტზე აგზავნის. მათ არ აქვთ მნიშვნელოვანი სამხედრო მომზადება, მაგრამ სარდლობას ეს საერთოდ არ სჭირდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ათასობით მობილიზებულს „საზარბაზნე ხორცად“ იყენებს.

„ისინი ელიან, რომ მობილიზებული რუსები ომში რამდენიმე კვირას მაინც გაუძლებენ და გადარჩებიან, მერე დაიღუპებიან და ფრონტზე ახლებს გაგზავნიან, მაგრამ ამ დროის განმავლობაში, რუსი გენერლების მიერ საკუთარი ხალხის „საზარბაზნე ხორცად“ გამოყენება ჩვენს დამცველებზე დამატებით ზეწოლას ახდენს. ეს ხელშესახები ზეწოლაა და მადლობელი ვარ ყველა ჩვენი მეომრის, ვინც ამას გაუძლო. ასევე მადლობელი ვარ პარტნიორების, რომლებსაც ესმით, რომ ასეთ პირობებში ჩვენ გვჭირდება თავდაცვითი დახმარების გაზრდა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იბრძვის, მუშაობს და ეხმარება უკრაინის დაცვაში!“- აცხადებს ზელენსკი.