ასტანაში ვლადიმერ პუტინსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

ასტანაში ვლადიმერ პუტინსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ასტანაში ხვდება.

შეხვედრა „კონფერენცია აზიაში ურთიერთკავშირისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების შესახებ“ ღონისძიების ფარგლებში იმართება.

ორი დღის წინ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტები უკრაინის საკითხსა და ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ.