მიკოლაივის მერი - დაბომბვის შედეგად ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა - ადგილზე მაშველები მუშაობენ

მიკოლაივის მერი - დაბომბვის შედეგად ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა - ადგილზე მაშველები მუშაობენ

რუსი აგრესორების მიერ მიკოლაივში განხორციელებული დაბომბვის შედეგად ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა, - ამის შესახებ მიკოლაივის მერმა, ალექსანდრე სენკევიჩმა „ტელეგრამში“ დაწერა.

„მიკოლაივი მასიურად დაბომბეს. დარტყმა ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელდა“, - წერს მერი.

მისივე ინფორმაციით, სახლის ბოლო ორი სართული მთლიანად დაინგრა. ადგილზე მაშველები მუშაობენ.