Reuters - რუსული ბირთვული დარტყმა თითქმის ეჭვგარეშეა, რომ გამოიწვევს უკრაინის მოკავშირეებისა და შესაძლოა, ნატოს ფიზიკურ პასუხსაც

რუსული ბირთვული დარტყმა კონფლიქტის კურსს შეცვლის და თითქმის ეჭვგარეშეა, რომ გამოიწვევს უკრაინის მოკავშირეებისა და შესაძლოა, ნატოს „ფიზიკურ პასუხსაც". ამის შესახებ Reuters -ს ნატოს მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომლის ვინაობაც არ სახელდება.
ალიანსის მაღალჩინოსნის თქმით, მოსკოვის მიერ ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას რუსეთისთვის „უპრეცედენტო შედეგები“ მოჰყვება.
მისი თქმით, ეს „თითქმის უეჭველად გამოიწვევს ფიზიკურ პასუხს მრავალი მოკავშირისა და შესაძლოა, თავად ნატოს მხრიდანაც".
ოფიციალურმა წარმომადგენელმა დასძინა, რომ მოსკოვი იყენებს თავის ბირთვულ საფრთხეებს, რათა შეაკავოს ნატო და სხვა ქვეყნები უკრაინის წინააღმდეგ ომში უშუალო ჩართვისგან.

























