EcoFlow DELTA 2-ის ოფიციალური წარდგენა - საქართველოში პორტატული ელექტროსადგურების ახალი ერა იწყება

13 ოქტომბერს სასტუმრო Bazzar-ში EcoFlow-ს ახალი თაობის განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების პრეზენტაცია და ფესტივალი გაიმართება. ახალი მოდელი DELTA 2 მომხმარებელს პორტატული ელექტროსადგურების სრულიად ახალ შესაძლებლობებსა და სტანდარტებს სთავაზობს.
DELTA 2 წინა მოდელთან შედარებით 7-ჯერ უფრო სწრაფად ტენის მოწყობილობებს. თავადაც ძალიან სწრაფად იტენება. სხვა მოდელებისგან განსხვავებით, 0%-დან 80%-მდე იტენება მხოლოდ 50 წუთში, 100%-მდე კი 80 წუთში. ყველაზე მძლავრი ელექტროსადგური LiFePO4 (LFP) ელემენტით მუშაობს, რომლის მოცულობა ჩამოდის 80%-მდე 3 000 დატენის შემდეგ, ხოლო 50%-მდე 6000 დატენის შემდეგ. DELTA 2-ს შეუძლია ერთდროულად 15-მდე მოწყობილობა დატენოს. ის უზრუნველყოფილია Wi-Fi და Bluetooth კავშირით.

საქართველოში Ecoflow-ს ექსკლუზიური წარმომადგენელი არის კომპანია კოპტერ ტექი. მისი დირექტორის, თეონა ჩაჩუას განმარტებით, Ecoflow-ს ახალი პორტატული სადგური ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია განახლებადი ენერგიის სფეროში.
„Ecoflow Delta 2 არის ყველაზე სწრაფად დატენვადი სადგური, რომელიც შექმნილია LiFePO4 (LFP) ელემენტით. ეს გულისხმობს მის ძალიან ხანგრძლივ სიცოცხლისუნარიანობას. 3000-ჯერ დატენის შემდეგ DELTA 2-ის ტევადობა ჩამოვა 80%-მდე. ჩვენი კომპანია Copter Tech მიმდინარე წლის აპრილში გახდა Ecoflow-ს ექსკლუზიური დილერი საქართველოში. ვინაიდან პორტატული ელექტროსადგურების მნიშვნელობა ჩვენი საზოგადოებისთვის სრულიად უცხო იყო, პირველივე დღიდანვე აქტიურად დავიწყეთ არსებული და პოტენციური მომხმარებლების ცნობიერების ამაღლება. ახლა უკვე გვყავს უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი, რომელიც აქტიურად იყენებს Ecoflow-ს სარეზერვო კვების ელემენტებსა და მზის პანელებს როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე ისეთ საქმიანობებში, როგორიცაა: კომერციული ბიზნესები, მედია ფროდაქშენი, სამთავრობო უწყებები, მრეწველობა, ტურიზმი, ღონისძიებების მართვა და სხვ. ჩვენს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს განახლებადი ენერგიის საჭიროების წარმოჩენა ქართული საზოგადოებისთვის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ აღნიშნული ღონისძიების დაგეგმვაც. გვინდა, რომ მოსულმა სტუმრებმა საკუთარი თვალით ნახონ და თავად გამოცადონ Ecoflow-ს პროდუქციის შესაძლებლობები, ჩაერთონ სახალისო გათამაშებებში და ამავდროულად, ისიამოვნონ ცოცხალი მუსიკით,“ - განმარტავს თეონა ჩაჩუა.
ღონისძიებას დაესწრებიან: სამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ასევე კლინიკის ხელმძღვანელები, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები, საერთაშორისო ბრენდ სასტუმროების წარმომადგენლები, ავტომანქანების ოფიციალური ცენტრების წარმომადგენლები და ინფლუენსერები. დღის მეორე ნახევარში კი გაიმართება განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებული საზოგადოება შეძლებს Ecoflow-ს პორტატული ელექტროსადგურების დატესტვას, გათამაშებებში ჩართვას, კერძებისა და სასმელების დაგემოვნებას და ამავდროულად ისიამოვნებს ცოცხალი მუსიკით.
(R)

























