ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაზვერვას სარაკეტო ტერორისთვის პასუხისმგებელი ყველა  პირის დადგენა დაავალა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაზვერვას სარაკეტო ტერორისთვის პასუხისმგებელი ყველა  პირის დადგენა დაავალა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაზვერვას სარაკეტო ტერორისთვის პასუხისმგებელი ყველა პირის დადგენა დაავალა. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“ცალკე დავალება დაზვერვისთვის - დაადგინონ ყველა, ვინც ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ამ სარაკეტო დარტყმებში, ირანულ დრონებთან სქემებში.

ტერორისტების ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ისევე უნდა იყოს, როგორც ტერორისტი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ამისთვის ვმუშაობთ”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.