ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ ევროკავშირის ბუნებრივი აირის მარაგები 90%-ით სავსეა

ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ ევროკავშირის ბუნებრივი აირის მარაგები 90%-ით სავსეა

ევროკავშირის ბუნებრივი აირის მარაგები 90%-ით არის სავსე. ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანა სპინანტმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბუნებრივი აირის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციის მხრივ ევროკავშირმა რეალურ პროგრესს მიაღწია.

“შეგახსენებთ, რომ რუსეთი აღარ არის ჩვენი მთავარი მომწოდებელი. ახლა ნორვეგია აწვდის ბუნებრივი აირის უდიდეს ნაწილს ევროპას და არა რუსეთი. ამ მხრივ ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ”, - აღნიშნა სპინანტმა.

ევროკომისიის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა “შთამბეჭდავად გაზარდა ბუნებრივი აირის მარაგები” და აღნიშნა, რომ გაზის მოხმარება მინიმუმ 10%-ით შემცირდა.

სპინანტმა აღნიშნა, რომ სექტემბერში ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული და “რეკორდულ დროში” დამტკიცებული ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც უკვე გამოიყენება, დაეხმარება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დაიცვან ყველაზე მოწყვლადი მომხმარებლები.

“ახლა შევისწავლით ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე ფაზების რეგულირების შესაძლებლობას”, - აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა.