მარნეულის მერია - მარნეულიდან მშვილდოსანმა გოგონებმა საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს

მარნეულის სპორტული სკოლის აღსაზრდელებმა ქალაქ ბათუმში გამართულ რიგით ოცდამეშვიდე აჭარის საერთაშორისო ტურნირზე მშვილდოსნობაში წარმატებით იასპარეზეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წყვილთა შორის პირველი ადგილი დაიკავეს სალომე ხარშილაძემ (პირადი მწვრთნელი - გიორგი გორდეზიანი) და თამთა ნავერიანმა ( პირადი მწვრთნელი - ეკა აბაშიშვილი), რომელმაც ასევე ოქროს მედალი ინდივიდუალურ ასპარეზობაშიც მოიპოვა.
ტურნირში მონაწილეობდნენ: აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ლატვიის, პოლონეთის, ლუქსემბურგისა და საქართველოს მშვილდოსნები და პარამშვილდოსნები.
























