ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის საკითხზე ასტანაში იმსჯელებენ

ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის საკითხზე ასტანაში იმსჯელებენ

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 13 ოქტომბერს, ასტანაში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტები უკრაინის საკითხსა და ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ.

“შეხვედრა მზადდება, მაგრამ ის არა ხვალ, არამედ ზეგ გაიმართება. თემა ნათელია – რა თქმა უნდა, ეს არის უკრაინაც და ორმხრივი ურთიერთობებიც, რომელიც ძალიან, ძალიან მრავალმხრივია და, ზოგადად, აზრთა გაცვლა მიმდინარე საკითხებზე“, – აღნიშნა პესკოვმა.