რუსული ძალები კიევის ოლქზე სარაკეტო თავდასხმას ახორციელებენ, უკრაინელებმა ორი რაკეტა ჩამოაგდეს

რუსული ძალები კიევის ოლქზე სარაკეტო თავდასხმას ახორციელებენ, უკრაინელებმა ორი რაკეტა ჩამოაგდეს

რუსული ძალები კიევის ოლქზე სარაკეტო თავდასხმას ახორციელებენ, - ამის შესახებ კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლექსი კულება იუწყება.

„ოკუპანტებმა დღეს დილით უკრაინის სარაკეტო ტერორი განაგრძეს. კიევის ოლქი თავდასხმის ქვეშაა. გააქტიურდა საჰაერო თავდაცვის სისტემა“, - აცხადებს კულება.

მისი თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის ორი რაკეტა ჩამოაგდეს.

ამასთან, საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის სიგნალი კვლავ გრძელდებოდა.