უკრაინის ორ ოლქში აფეთქების ხმები ისმის, გააქტიურებულია საჰაერო თავდაცვის სისტემა

უკრაინის ორ ოლქში აფეთქების ხმები ისმის, გააქტიურებულია საჰაერო თავდაცვის სისტემა

უკრაინის ხმელნიცკისა და ოდესის ოლქებში აფეთქების ხმები ისმის, საჰაერო თავდაცვის სისტემა გააქტიურდა, - ამის შესახებ ხმელნიცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გამალი და ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაქსიმ მარჩენკო იუწყებიან.

„აფეთქებების ხმები ისმის. თავს გაუფრთხილდით! დარჩით თავშესაფარში!“, - განაცხადა სერგეი გამალიმ.

მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმაც.

„მტერი აგრძელებს ჩვენს და მეზობელ ოლქებზე დარტყმის მცდელობებს. ღამით საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 3 „კამიკაძე“ დრონი, საჰაერო თავდაცვა ახლაც გააქტიურებულია, დარჩით თავშესაფრებში“, - განაცხადა მაქსიმ მარჩენკომ.