გუბერნატორი - რუსებმა ზაპოროჟიეზე მორიგი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

გუბერნატორი - რუსებმა ზაპოროჟიეზე მორიგი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე რაკეტებით კიდევ ერთხელ დაბომბეს, - ამის შესახებ ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ სტარუხი იუწყება.

მისი თქმით, მტრის სამიზნე ინფრასტრუქტურული ობიექტები იყო. ნგრევის მასშტაბებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

„ოკუპანტმა რაკეტებით შეუტია საოლქო ცენტრს. მტრის სამიზნეს ინფრასტრუქტურული ობიექტები წარმოადგენდა. ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ზუსტდება. დარჩით თავშესაფრებში!“ - განაცხადა სტარუხმა.