ვარშავაში, რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა

ვარშავაში, რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, რუსეთის საელჩოსთან ასობით მოქალაქე შეიკრიბა და რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადება მოითხოვა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებას რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევებისკენ მოუწოდებდნენ.

მომიტინგეებს, რომელთა უმეტესობას უკრაინის დროშები ჰქონდა შემოხვეული, ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: "რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა".

ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციაზე, დაახლოებით, 2 000 ადამიანი იყო შეკრებილი.