უკრაინელებმა სამხრეთით 174 ოკუპანტი, რუსული ჰაუბიცები, ჯავშანტექნიკა და საბრძოლო მასალის საწყობები გაანადგურეს

უკრაინელებმა სამხრეთით 174 ოკუპანტი, რუსული ჰაუბიცები, ჯავშანტექნიკა და საბრძოლო მასალის საწყობები გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა, ქვეყნის სამხრეთ საზღვრების დასაცავად, 174 ოკუპანტი, რუსული ჰაუბიცები, ჯავშანტექნიკა და საბრძოლო მასალის საწყობები გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა 205 საცეცხლე ამოცანა შეასრულეს.

„მტრის დანაკარგები სამხრეთით მოიცავს: 174 ოკუპანტს, ორ ჰაუბიცას, 12 ერთეულ საავტომობილო ტექნიკას, ორ ტანკს, ორ ნაღმტყორცნსა და საბრძოლო მასალის ორ საცავს“, - აცხადებენ სარდლობაში.

გუშინ საღამოს რუსულმა ძალებმა კრივი რიჰზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს, მაგრამ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი „კამიკაძე“ დრონი, Shahed-136, ჩამოაგდეს. ამასთან, უკრაინელებმა 4 „კამიკაძე“ დრონი გაანადგურეს ჩერკასის რაიონში.