უკრაინის ეროვნული პოლიციის წარმომადგენელი - რუსეთის სარაკეტო თავდასხმას მინიმუმ 10 ადამიანი ემსხვერპლა, 60 კი დაშავდა

რუსული ძალების მიერ უკრაინაზე დღეს განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი, დაახლოებით 60 კი - დაშავდა, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის პრეს-მდივანმა, მარიანა რევამ განაცხადა.
„თუ ჩვენ ვსაუბრობთ მთელ უკრაინაზე, მაშინ, გარდა კიევისა, დარტყმები დაფიქსირდა ქვეყნის 14 რეგიონში. მთლიანობაში, ამ დროისთვის, შეიძლება ვისაუბროთ სარაკეტო დარტყმის შედეგად 10 დაღუპულსა და 60-მდე დაშავებულზე“, - აღნიშნა რევამ.
მან მოსახლეობას მოუწოდა, არ უგულებელყონ საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალები და თავშესაფრებს შეაფარონ თავი.
„მივმართავთ ყველა მოქალაქეს: ნუ უგულებელყოფთ საჰაერო თავდასხმის მაუწყებელ სიგნალებს. ამ დილამ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დისციპლინის დაცვა, ყველა ის რეკომენდაცია, რასაც მთავრობა გვაწვდის. ამიტომ, პირველივე საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალის დროს საჭიროა, თავშესაფარში ჩახვიდეთ, რადგან ეს თქვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საკითხია“, - აღნიშნა მარიანა რევამ.

























