დენის შმიგალი - რუსეთის თავდასხმის შედეგად 11 ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა

დენის შმიგალი - რუსეთის თავდასხმის შედეგად 11 ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა

უკრაინის 8 რეგიონსა და დედაქალაქ კიევში დღეს დილით რუსული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 11 ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

„დილის 11 საათის მონაცემებით, დაზიანდა 11 მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი რვა რეგიონსა და ქალაქ კიევში,” - აღნიშნა შმიგალმა.

მისი თქმით, მოსახლეობა მზად უნდა იყოს ელექტროენერგიის, წყალმომარაგებისა და კომუნიკაციის დროებითი შეწყვეტისთვის.