უკრაინაში აშშ-ის ელჩი - რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს ამწვავებს

უკრაინაში აშშ-ის ელჩი - რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს ამწვავებს

დღეს დილით კიევის ცენტრალურ ნაწილსა და მთელ უკრაინაზე მრავალრიცხოვანი თავდასხმა მოხდა, - ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი „ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას აძლიერებს.

„რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს ამწვავებს“, - წერს ელჩი.

შეგახსენებთ, დღეს დილიდან უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმები ისმის.