სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ უკრაინულმა ძალებმა ლუგანსკის რეგიონში 7 დასახლება გაათავისუფლეს

სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ უკრაინულმა ძალებმა ლუგანსკის რეგიონში 7 დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის რეგიონში 7 დასახლება გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინული მედია ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის მიერ „ტელეგრამ“ არხზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

კერძოდ, გაიდაის თქმით, გათავისუფლებულია ნოვოლუბოვკა, ნევსკოე, გრეკოვკა, ასევე სვატოვსკის რაიონის კოლომიჩის სოფლის თემის სოფლები: ნოვოეგოროვკა, ნადეჟდა, ანდრეევკა, სტელმახოვკა.

მისი თქმით, შვიდივე დასახლებას სრულად აკონტროლებს უკრაინა.